რატკო მლადიჩი, რომელსაც გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ჰააგის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური, რატკო მლადიჩი, რომელსაც გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ჰააგის ციხის საავადმყოფოში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მლადიჩმა, რომელიც ომის დამნაშავედაა მიჩნეული, რამდენიმე ინსულტი გადაიტანა.
84 წლის მლადიჩს „ბოსნიელ ყასაბს“ უწოდებდნენ ბოსნიის ომის დროს, 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მისი როლის გამო.
ჰააგის ტრიბუნალმა რატკო მლადიჩს განაჩენი 2017 წელს გამოუტანა.