რა იყო CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის მიზანი და რა გაფრთხილება მისცა მან რუსეთს?
ამერიკის სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, მოსკოვში ვიზიტის მიზანი რუსეთის გაფრთხილება იყო - თავი შეიკავოს ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმისგან - სუბარია ესტონეთზე, ლატვიასა და ლიეტუვაზე. ამ ამბავს "რადიო თავისუფლება" წყაროებზე დაყრდმობთ არვცელებს.
ეს იყო რეტკლიფის პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტი ბალტიის ქვეყნებში რუსეთის აგრესიის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე. ბალტიელმა დიპლომატმა, თავისუფლებას უთხრა, რომ ოფიციალური პირები რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.
რუსეთმა ვიზიტი დაადასტურა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ CIA-ს დირექტორთან „სამუშაო დონის შეხვედრა“ გამართა. მას დამატებითი დეტალები არ გაუმხელია და მხოლოდ აღნიშნა, რომ მხარეებმა გარკვეული მგრძნობიარე საკითხები განიხილეს.