რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს

07.09.26 19:13
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო სამინისტრო ავრცელებს

  • მანამდე, გერმანიამ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო და ბერლინში "რუსული სახლი" დახურა. 
  • გერმანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პირველ სექტემბერს, რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული თავდასხმის მოწყობაში დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქტ-პეტერბურგში გერმანიის საკონსულომ ფუნქციონირება 18 სექტემბრამდე უნდა შეწყვიტოს. 

ამასთან, რუსეთის გადაწყვეტილებით იხურება გერმანიის გოეთეს ინსტიტუტის კულტურული ცენტრიც, ხოლო თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება 13 სექტემბრამდე დაევალათ. 

სწორედ გერმანიის ხელისუფლებამ გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების ესკალაციის ახალი რაუნდი. შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გერმანიის მთავრობას ეკისრება," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ასევე ნახეთ: