თვითმფრინავი დაზიანებული ბორბლითა და ძრავით ავარიულად დაეშვა - კადრები ირანიდან

16.09.26 08:50
თვითმფრინავი დაზიანებული ბორბლითა და ძრავით ავარიულად დაეშვა - კადრები ირანიდან

დაზიანებული ბორბლითა და ძრავით ავარიულად დაეშვა სამოქალაქო თვითმფრინავი ირანში.

ირკვევა, რომ კომპანია Sepehran Airlines-ის Boeing 737 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც ქალაქ მაშჰედიდან ქალაქ ქერმანშაჰის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან მალევე ერთ-ერთი ბორბლის საბურავი მოსძვრა, რასაც ძრავის დაზიანება მოჰყვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ძრავის დაზიანებით გამოწვეულმა ძლიერმა რყევამ თვითმფრინავის სალონის ჭერისა და ბარგის ზედა განყოფილებების ნაწილი დააზიანა.

თვითმფრინავი მაშჰედის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.