რუსეთმა სამგზავრო მატარებელს „კიევი - ნიკოლაივი“ დაარტყა

16.09.26 10:16
რუსეთმა სამგზავრო მატარებელს „კიევი - ნიკოლაივი“ დაარტყა

რუსეთის სამხედროებმა სამგზავრო მატარებელს „კიევი - მიკოლაივი“ დაარტყეს. „უკრზალიზნიცის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრ პერცოვსკის განცხადებით, მგზავრებისა და მატარებლის ეკიპაჟის დროული ევაკუაცია მოხერხდა და თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისი თქმით, რკინიგზის მონიტორინგის ჯგუფმა საფრთხე წინასწარ დააფიქსირა და ლოკომოტივისა და მატარებლის ბრიგადებს, ასევე მგზავრებს ევაკუაციის მითითება მისცა.

„მტერი სამგზავრო მატარებლებზე ტერორისტულ ნადირობას აგრძელებს. სამიზნე №122 კიევი - მიკოლაივის მატარებელი გახდა. [...] ყველა უსაფრთხოდაა“, — განაცხადა პერცოვსკიმ.

ევაკუირებული მგზავრების მიკოლაივში გადასაყვანად ავტობუსები გამოიყო.

„მათ, ვინც სამგზავრო თვითმფრინავებს ჩამოაგდებს ან სამგზავრო მატარებლებზე ‘საფარის’ აწყობს, ადრე თუ გვიან პასუხისგება მოუწევთ“, - განაცხადა „უკრზალიზნიცის“ ხელმძღვანელმა და საერთაშორისო პარტნიორებს უფრო მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.