რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია - სვიატოშინსკის რაიონში საწყობი დაიწვა
რუსეთის ძალებმა 16 სექტემბრის ღამეს კიევზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს. უკრაინის დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში თავდასხმის შედეგად საწყობის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო განგაში ქალაქში დაახლოებით 05:05 საათზე გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც დედაქალაქს რუსული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი უახლოვდებოდა.
ხანძრის მასშტაბებისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.