აშშ-ს სანქციების ეფექტი - ლუკაშენკოს კიდევ 25 პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოუწია
აშშ-ს სანქციების ეფექტი - ბელარუსიის ხელისუფლებამ კიდევ 25 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. სანაცვლოდ კი შტატებმა სანქციები მოუხსნა ორ ბელარუსულ კომპანიას - „ლაკოკრასკას“ და „ბელლესბუმპრომს“.
პატიმრების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა 16 სექტემბერს გამოაცხადა მინსკში გამართული მოლაპარაკების შემდეგ.
კოული ამბობს, რომ უფრო მეტი ადამიანის გათავისუფლების მიზნით ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან მუშაობას გააგრძელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანას მინიმუმ 912 პატიმარი ჰყავდა. მათი დიდი ნაწილი აშშ-ს უშუალო ჩართულობით გათავისუფლებულია.