დრონებით თავდასხმის გამო რუსული როსნეფტის კიდევ ორმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა მუშაობა
დრონებით თავდასხმის გამო რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ სიზრანის და სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.
მედიის ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რამდენიმე ობიექტი დაზიანდა, მათ შორის მთავარი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე დღეში 17 100 ტონაა. მის შეკეთებას შესაძლოა, სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდეს.
როგორც Reuters წერს, სარატოვის ქარხანა წელიწადში 1.2 მილიონ ტონა ბენზინსა და 1.9 მილიონ ტონა დიზელს ამუშავებდა, სიზრანის ქარხანა კი წელიწადში 800 ათას ტონა ბენზინსა და 1.5 მილიონ ტონა დიზელს.