ზელენსკი: ამ ომში win-win გამოსავალი არ არსებობს
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს არა კილომეტრები სჭირდება, არამედ სურს, რომ უკრაინა რუსეთსი ნაწილი იყოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CBC-სთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
მას აქვს მსოფლიოში უდიდესი ტერიტორია და სჭირდება რაღაც კილომეტრები - რისთვის?.. ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პარტნიორი აცხადებს, რომ მას უკრაინის მხოლოდ ეს ნაწილი სჭირდება, რაღაც კილომეტრები და სულ ეს არის. ეს გიჟური იდეაა.
არა, მას არ სჭირდება კილომეტრები. მას სჭირდება უკრაინა. სჭირდება, რომ უკრაინა იყოს რუსეთის ნაწილი".- განაცხადა ზელენსკიმ.
CBC-ს წამყვანმა ედრიენ არსენომ მას ჰკითხა, რა განცდა ჰქონდა იმ დროს, როცა კიევში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის წარგზავნილი ჯარედ კუშნერი ლაპარაკობდა ორივე მხარისთვის მომგებიან ("win-win") გამოსავალზე:
"გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ომში არ არსებობს ორივე მხარისთვის მომგებიანი - win-win გამოსავალი. ეს შეუძლებელია, უდიდესი ადამიანური დანაკარგის გამო. ეს ომი პირველ დღეს რომ გაჩერებულიყო, იქნებოდა win-win.
ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ყველასთვის (არა უკრაინისთვის ან რუსეთისთვის, არამედ ყველასთვის, მსოფლიოსთვის) არის მშვიდობა, ამ ომის შეწყვეტა. ეს არის გამარჯვება - ადამიანების სიცოცხლის მოგება".