ცნობილია, ვინ დაინიშნა უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ანტონ კოვალსკი დანიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია pravda.com ავრცელებს.
ანტონ კოვალსკი 2025 წლის ივლისიდან ხმელნიცკის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
მან პროკურორის თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკო შეცვალა, რომელსაც გამოძიება თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მონაწილეობას ედავება.
უკრაინის უმაღლესმა რადამ ექს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 15 სექტემბერს დაუჭირა.