"აშშ-სთან ურთიერთობაში ჯერ არანაირი მატერიალური ეფექტი არ არის მოსალოდნელი" - სერგეი ლავროვი

17.09.26 14:42
"აშშ-სთან ურთიერთობაში ჯერ არანაირი მატერიალური ეფექტი არ არის მოსალოდნელი" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის  განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის.

მისივე თქმით, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ რუსეთთან სერიოზული დიალოგისთვის მზად არის.

რუსეთი „ყოველთვის ესაუბრება მათ, ვისაც ეს სერიოზულად სურს“, - თქვა მან. 

ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები სრულიად საპირისპიროა. სწორედ ასე აწარმოებს ჩვენთან საქმეს აშშ, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის, - განაცხადა ლავროვმა.