სერგეი შოიგუ პაპუაშვილს ციტირებს და დასავლეთს საქართველოს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს
უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ დასავლეთს სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ჩარევაში ადანაშაულებს.
"დასავლელები ღიად და უცერემონიოდ ცდილობენ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას. ამიერკავკასიაში ამის დანახვა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც შეგვიძლია“ - აღნიშნა მან.
როგორც რუსული მედია tass.ru წერს, ამ კონტექსტში სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებად ციტირებს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნათლად განაცხადა, რომ „შესაძლოა, რუსეთთან ესკალაცია გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედის, მაგრამ არა საქართველოს“.
სახელმწიფოებს შორის შეურიგებელი უთანხმოებები არ არსებობს და როდესაც უთანხმოება წარმოიქმნება, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეფასდეს, თუ ვის სარგებლის მოტანა შეუძლია მეზობელ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის გამოწვევას. როგორც წესი, ამის უკან დასავლელები დგანან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკონომიკის მომგებიან სექტორებზე, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ დერეფნებზე და რესურსებზე კონტროლის შენარჩუნებით. - განაცხადა შოიგუმ.