უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებულ ქარხანას დრონებით დაარტყა
კიდევ ერთი წარმატებული იერიში და აფეთქებები რუსეთის ტერიტორიაზე - უკრაინის გენშტაბმა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა დაადასტურა. ამ დროისთვის საწარმოს ტეროტორიაზეე ხანძარია.
თვითმხილველების ცნობით, აფეთქება კრასნოდარიდან 50 კილომეტრში, სევერსკის რაიონის ამავე სახელწოდების დაბაში მდებარე ა. შამარას სახელობის ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მოხდა.
ეს არის ქარხანა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 6,6 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებ და ის რუსეთის საოკუპაციო არმიას მომარაგებით უზრუნველყოფს.