რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე “Эдельвейс-95“ იწვის - ნავთობბაზა დრონებით დაბომბეს

28.09.26 10:38
რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე “Эдельвейс-95“ იწვის - ნავთობბაზა დრონებით დაბომბეს

28 სექტემბრის ღამეს, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, დინსკოის რაიონში მდებარე “Эдельвейс-95“ის ნავთობბაზაზე  დრონებით შეტევა განხორციელდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

კადრებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ. 

ნავთობბაზა Эдельвейс-95 წარმოადგენს ნავთობპროდუქტების შესანახ და სადისტრიბუციო ობიექტს რუსეთში.  ეს არის ლოკალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც კრასნოდარის მხარის საწვავით მომარაგების ჯაჭვშია ჩართული. მსგავსი ბაზები ძირითადად ამარაგებენ ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებსა და სასოფლო-სამეურნეო თუ ინდუსტრიულ საწარმოებს