სამხრეთ აფრიკაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად ოცდარვა ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად ოცდარვა ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შაბათს საღამოს, იოჰანესბურგის მახლობლად მდებარე ბარში რვა შეიარაღებული პირი შეიჭრა, რის შედეგადაც თვრამეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა. ხოლო, კვირას დილის გამთენიისას, კეიპტაუნთან ახლოს, გასართობ ცენტრში მომხდარი ცალკე სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 11 დაშავდა.
BBC-ის ცნობით, იოჰანესბურგში შეიარაღებულმა პირებმა ბარის გარეთ მყოფ მომხმარებლებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი შეტევა შენობაში გააგრძელეს, ორი მანქანა დაწვეს და გაიქცნენ.
გაუტენგის პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად დაშავებულებს შორის ეთიოპიიდან და ლესოთოდან არიან ადამიანები, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ აფრიკელია.
პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლის მოტივი ძარცვა იყო, რადგან პირადი ნივთები წაიღეს, თუმცა ისინი ვერ გამორიცხავენ უკანონო სამთომოპოვებით დაჯგუფებებს შორის მიწისთვის ბრძოლებს.