რუსეთმა ქვეყნიდან უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გააძევა
რუსეთმა ქვეყნიდან უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გააძევა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
- აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეში უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე პასუხს წარმოადგენს.
ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაბორ გერგიჩი დაიბარეს, რომელსაც აცნობეს, რომ მოსკოვში უნგრეთის საელჩოს, ასევე, სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში უნგრეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ჯგუფმა რუსეთი უნდა დატოვოს.
უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთი ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ცნობისთვის, უნგრეთმა 8 სექტემბერს ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა.