ომი არ გვინდოდა და არ დაგვიწყია, ომი ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს - პუტინი

01.10.26 20:58
 ომი არ გვინდოდა და არ დაგვიწყია, ომი ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მოსკოვს კონფლიქტი არ წამოუწყია და რუსეთი იძულებული გახდა პასუხი გაეცა დასავლეთისა და კიევის მოქმედებებისთვის.

მისი თქმით, მიუღებელი იყო ნატოს მხრიდან რუსეთის „ისტორიული ტერიტორიების სამხედრო ათვისება“ და სამხედრო ბაზების დაგეგმვა.

პუტინმა დასავლეთი ასევე დაადანაშაულა კიევში „რადიკალების სახელმწიფო გადატრიალების“ წაქეზებასა და უკანონო რეჟიმისთვის შეტევითი შეიარაღების გადაცემაში. 

სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ჩვენ არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს ომი. საჭირო არ იყო წლების განმავლობაში უკრაინაში აგრესიული ნაციონალიზმისა და რუსოფობიის წაქეზება იმ მიზნით, რომ ის რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი გამხდარიყო.

საჭირო არ იყო ნატოს-სგან ჩვენი ისტორიული ტერიტორიების სამხედრო ათვისება თავად ორგანიზაციის ინტერესებისთვის - იქ თავიანთი ბაზების დაგეგმვა.

საჭირო არ იყო კიევში რადიკალების სახელმწიფო გადატრიალებისთვის წაქეზება და შემდეგ ასეთი არსებითად უკანონო რეჟიმისთვის სხვადასხვა შეტევითი შეიარაღების მიცემა.

საჭირო არ იყო დონბასისა და ყირიმის მცხოვრებლებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზების გეგმების შედგენა. საჭირო არ იყო შეუიარაღებელი ხალხის ტანკებით გადავლა, რაკეტებით დაბომბვა, თვითმფრინავებიდან დახვრეტა და ცოცხლად დაწვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსები არიან ეროვნებითა და სულით”, - განაცხადა პუტინმა.