უკრაინამ FP-7 ტიპის ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა - ზელენსკი

01.10.26 21:56
უკრაინამ FP-7 ტიპის ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა - ზელენსკი

უკრაინამ  FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა საბრძოლო მოქმედებაში პირველად გამოიყენა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მანვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, რაკეტის პირველი საბრძოლო გამოყენებაა ასახული.

"უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა ამ შედეგისთვის. შემდეგი – წარმოებაა. დიდება უკრაინას!" – დაწერა ზელენსკიმ X-ზე და FP-7-ის გაშვების ვიდეო გამოაქვეყნა.

უკარინის პრეზიდენტს რაკეტის გამოყენების ადგილი, სამიზნე ან დარტყმის შედეგები არ დაუკონკრეტებია.

FP-7 უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა შეიმუშავა.

უკრაინული მედიის ცნობით, FP-7-ის ბალისტიკური რაკეტების პირველი გამოცდა მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა.