რუსეთმა ხარკოვს ავიაბომბებით დაარტყა - არის მსხვერპლი

02.10.26 18:54
რუსეთმა ხარკოვს ავიაბომბებით დაარტყა - არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ ხარკოვზე მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა. ქალაქის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, მათ შორის ბავშვიც.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმები სლობოდსკისა და ნემიშიანსკის რაიონებში, კერძო დასახლებებზე განხორციელდა. ერთ-ერთი ავიაბომბი საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ის მთლიანად გაანადგურა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებში შესაძლოა ადამიანი ყოფილიყო მოყოლილი.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, სლობოდსკის რაიონში ერთ-ერთი დარტყმა კერძო სახლებს შორის დაფიქსირდა. დაზიანებულია დაახლოებით ათი საცხოვრებელი სახლი, საოფისე შენობები, სასწავლო დაწესებულება და სულ მცირე ექვსი ავტომობილი.

ნემიშიანსკის რაიონში კი, კერძო სახლზე პირდაპირი დარტყმის გარდა, დაზიანდა კიდევ დაახლოებით ათი ახლომდებარე საცხოვრებელი სახლი.

ბოლო მონაცემებით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, სლობოდსკისა და ნემიშიანსკის რაიონებში სამი მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოვარდნა დაფიქსირდა.