ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საწვავის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
მისივე თქმით, ლურჯ შტატებში კი, როგორიც კალიფორნიაა, მათ [ქარხნებს] „დემოკრატები“ ხურავენ“.
„ის, რაც ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ არის, რადგან იქ რეკორდული რაოდენობით ბარელი გადის, არამედ - „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, რომლებსაც რუსეთში უკრაინა აფეთქებს, ხოლო ლურჯ შტატებში, როგორიც კალიფორნიაა, მათ [ქარხნებს] „დემოკრატები“ ხურავენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.