ველი, რომ ამერიკული მხარე ოქტომბერში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს - ზელენსკი
ველი, რომ ამერიკული მხარე ოქტომბერში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ის და მისი გუნდი მზადაა შეხვედრისთვის და ახლა მზადყოფნა რუსეთის მხრიდანაა საჭირო.
„ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის მზადაა. მზადყოფნა რუსეთის მხრიდან არის საჭირო. ახლა დიპლომატია რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ამჟამად, ისინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებსა და ევროპის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე არიან ორიენტირებული“, - აცხადებს ზელენსკი.