ზელენსკი მაკრონს ესაუბრა - უკრაინელი პილოტები საფრანგეთში Rafale-ებზე წვრთნას დაიწყებენ

06.10.26 10:11
ზელენსკი მაკრონს ესაუბრა - უკრაინელი პილოტები საფრანგეთში Rafale-ებზე წვრთნას დაიწყებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები და პარიზის მიერ მომზადებული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი განიხილა. ზელენსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინელი პილოტები საფრანგეთში Rafale-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნას დაიწყებენ. 

მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინაში ფრანგული რაკეტებისა და საავიაციო ბომბების წარმოების ლოკალიზაცია და FREYJA-ს ანტიბალისტიკურ პროგრამაზე მუშაობის დაჩქარება. მაკრონის განცხადებით, საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ დახმარებასაც, რომელიც უკრაინას რუსული დრონების მოგერიებაში დაეხმარება.

„ამჟამად მზადდება ახალი თავდაცვითი მიწოდებები და ველოდებით, რომ ახალი პაკეტი უკრაინაში მალე ჩამოვა. განვიხილეთ მისი შინაარსი. ასევე, უახლოეს მომავალში უკრაინელი პილოტები საფრანგეთში ფრანგულ Rafale-ებზე წვრთნას დაიწყებენ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები