ტრამპი ბენზინის გაძვირებაში უკრაინასა და დემოკრატებს ადანაშაულებს

06.10.26 10:16
ტრამპი ბენზინის გაძვირებაში უკრაინასა და დემოკრატებს ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში ბენზინის ფასების ზრდას უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებსა და დემოკრატების მიერ მართულ შტატებში ამერიკული გადამამუშავებელი საწარმოების დახურვას უკავშირებს. ტრამპის მტკიცებით, საწვავის გაძვირების მთავარი ფაქტორი ამ ეტაპზე ჰორმუზის სრუტე აღარ არის. 


„ბენზინის ფასს უკვე აღარ ზრდის ჰორმუზის სრუტე, რადგან თითქმის ყოველდღიურად რეკორდული რაოდენობის ბარელი გამოდის. ახლა მთავარი სიტყვაა - „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“: რუსეთში მათ უკრაინა აფეთქებს, ჩვენთან კი მათ ლურჯ შტატებში, მაგალითად კალიფორნიაში, დემოკრატები ხურავენ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

Reuters-ის ცნობით, უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე საწვავის ბაზარზეც მოახდინა გავლენა, განსაკუთრებით დიზელის ფასებზე. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ენერგორესურსების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგაც, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეზე წვდომა შეზღუდა - ამ მარშრუტზე ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადის.

მსგავსი სიახლეები