ზელენსკი: მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე მასიური დარტყმისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთი უკრაინაზე მასიური დარტყმისთვის ემზადება.
ზელენკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასიური დარტყმის წინააღმდეგ ზომებს ამზადებს და დამატებით ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებსაც იღებს.
- მისი ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებმა, რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოამზადეს დამატებითი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები უკრაინის ლოგისტიკის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ოპერაციის საპასუხოდ.
დღეს დაზვერვისგან განახლებული ინფორმაცია მივიღეთ რუსების მიერ მასირებული დარტყმისთვის მზადების შესახებ. ვამზადებთ საპასუხო ზომებს. განსაზღვრულია ამოცანების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების ვადები, ხოლო პრიორიტეტული ამოცანები უკვე ხორციელდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.