რუბიო: რუსეთმა ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს

06.10.26 17:04
რუბიო: რუსეთმა ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს, რომ რუსეთმა ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს. 

მისი თქმით, ვფიქრობ, რუსეთი ვალდებულია, რომ მსოფლიოს უფრო მეტი ინფორმაცია გაუზიაროს. მაღალი თანამდებობის პირი აღნიშნავს იმასაც, რომ თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდება.

რუბიო ამბობს, რომ აშშ-ს შეუძლია რუსეთს დაეხმაროს.

კითხვები ირკუტსკის ანტიჭირის ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. ქალი 29 სექტემბერს მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და 1-2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.

რუსული მედიის ცნობით, ქალს ლაბორატორიაში შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა, თუმცა რუსეთის ჯანდაცვის უწყებებს ეს ვერსია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. ოფიციალური ინფორმაციით, ქალს „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა.