ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ბულგარეთის წყლებში ორი სამოქალაქო გემი დაბომბა

07.10.26 00:24
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ბულგარეთის წყლებში ორი სამოქალაქო გემი დაბომბა

რუსეთმა ბულგარეთის წყლებში ორი სამოქალაქო გემი დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებს ზღვის ამ მონაკვეთში არანაირი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ.

„ჩვენი დაზვერვა და სპეცსამსახურები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ ყველანაირი ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაადგინონ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე კიდევ ერთ თავდასხმაზე. გასულ ღამეს ბულგარეთის წყლებში ორ სამოქალაქო გემს დაარტყეს. ერთი ჩაიძირა, ხოლო მეორემ მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველას, ვინც დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებს არანაირი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ ზღვის ამ მონაკვეთში. სამოქალაქო გემებთან დაკავშირებული ეს უახლესი ტრაგედია რუსეთის იმ მცდელობის კიდევ ერთი ნაწილია, რომ შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი ნაოსნობისთვის სრულიად უვარგისად აქციოს.

ყველა დეტალი გადავამოწმეთ ბულგარულ მხარესთან. ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები დაუკავშირდნენ თავიანთ ბულგარელ კოლეგებს და დადგენილ იქნა, რომ ეს კომბინირებული რუსული თავდასხმა იყო საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით“, - წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები