ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის შედეგად გადარჩენილი კრისტა პაიკი გონზეა და საუბრობს
აშშ-ში ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი კრისტა პაიკი, რომელიც სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა, გონზე მოვიდა და საუბრობს.
ადვოკატების ინფორმაციით, 50 წლის პაიკი საავადმყოფოს საწოლს ხელბორკილებით არის მიჯაჭვული, მიუხედავად ხელებზე მიღებული იმ დაზიანებებისა, რომლებიც სასიკვდილო ინექციის შეყვანისთვის საჭირო ვენურმა კათეტერებმა გამოიწვია.
ცნობისთვის, აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის ორჯერ შეყვანის შემდეგ გადარჩა და ის და ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
50 წლის ამერიკელი კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ორ სასიკვდილო ინიექციას გადაურჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. განაჩენის აღსრულება შეჩერებულია.
კრისტა პაიკი პირველი ქალია, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში ტენესის შტატში სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ის მკვლელობის ბრალდებითაა გასამართლებული. განაჩენი ოთხშაბათს უნდა აღსრულებულიყო.
პაიკი სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 1996 წლიდან ელოდება. გამოძიების თანახმად, 1995 წელს კრისტა პაიკმა, რომელიც 18 წლის იყო, თავის მეგობარ ბიჭთან, 17 წლის ტადარილ შიპთან ერთად სცემა, აწამა და მოკლა 19 წლის გოგო კოლინ სლემერი. შიპს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.