19 წლის ბიჭი პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსს თავს დაესხა - არიან დაშავებულები
პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა 19 წლის ახალგაზრდამ რამდენიმე ახალგაზრდა დაჭრა - ინფორმაციას ამის შესახებ rmf24.pl ავრცელებს.
შემთხვევა სტუდენტის შემთხვევა გაკვეთილის დროს მოხდა, რა დროსაც რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი და სამი ზრდასრული.
დაშავებულებს ჭრილოლებები აქვთ მიყენებული და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
19 წლის თავდამსხმელი, რომელიც თავდასხმის შემდეგ სკოლიდან გაიქცა, დაკავებულია.
„ძვირფასო მოქალაქეებო, ვადასტურებ, რომ დღეს ოსტროლენკაში მდებარე №4 პროფესიული სწავლების კომპლექსში სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღი იქნა გამოყენებული. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ინციდენტის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევაზე მუშაობენ. მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, №4 პროფესიული სასწავლებელი დაიხურა. ამავდროულად, გავეცი განკარგულება, რათა თავიდან იქნას აცილებული უცხო პირების შესვლა ოსტროლენკის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებლებში. მოვუწოდებ მოსწავლეებს, მშობლებსა და პერსონალს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ სკოლის ადმინისტრაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების მითითებების შესაბამისად“ - განაცხადა ოსტროლენკის მერმა პაველ ნიევიადომსკიმ.