მოსკოვის აეროპორტები პარალიზებულია დრონებითა და "აეროსტატებით" თავდასხმების გამო

09.10.26 22:49
მოსკოვის აეროპორტები პარალიზებულია დრონებითა და "აეროსტატებით" თავდასხმების გამო

დრონებითა და "აეროსტატებით" თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოსკოვის რაიონის ოთხივე აეროპორტმა — ვნუკოვომ, შერემეტიევომ, დომოდედოვომ და ჟუკოვსკიმ — დრონებითა და მცირე ზომის ბუშტებით თავდასხმების შემდეგ ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. „როსავიაციას“ ცნობით, შეზღუდვები ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:40 საათზე შევიდა ძალაში. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დედაქალაქს მოახლოებული 15 დრონის განადგურების შესახებ განაცხადა. 

Astra-ს ცნობით , მოსკოვის სამხრეთ რაიონების მაცხოვრებლებმა საჰაერო თავდაცვის აქტივობისა და აფეთქებების შესახებ განაცხადეს. ასეთი ცნობები კაპოტნიადან, კუზმინკიდან, ლიუბლინოდან, მარიინოდან, ცარიცინიდან, ჩერტანოვოდან, ორეხოვო-ბორისოვოდან, ტექსტილშჩიკიდან და ნაგატინსკი ზატონიდან მოდიოდა. 

FlightRadar24-ის მონაცემებით, შეფერხებებისგან ყველაზე მეტად ვნუკოვო დაზარალდა: რეისების 40%-ზე მეტი გადაიდო, საშუალოდ 102 წუთიანი დაგვიანებით, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმდა.

მოსკოვის რეგიონის აეროპორტებს შეფერხებები 9 ოქტომბრის წინა ღამესაც შეეხო. მაშინ, დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო დაიხურა “ვნუკოვო”, “დომოდედოვო” და “ჟუკოვსკი”. ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რეისი შეფერხდა.