ანდრეი სიბიგა ტრამპის მოწოდებებზე: „პრეზიდენტის შეცვლის გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ უკრაინელ ხალხს აქვს“

11.10.26 10:29
ანდრეი სიბიგა ტრამპის მოწოდებებზე: „პრეზიდენტის შეცვლის გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ უკრაინელ ხალხს აქვს“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება“. უკრაინელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხალხის სრული ნდობით სარგებლობს და ქვეყნის მართვის მანდატი მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს ეკუთვნით.

„პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს უძღვება ჩვენს ერს — ომს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის. მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, - განაცხადა სიბიგამ.

დიპლომატიური რეაქციის მიზეზი დონალდ ტრამპის მკვეთრი კრიტიკა გახდა. ტრამპმა ზელენსკი მოლაპარაკებების პროცესის უგულებელყოფაში, გლობალური ენერგეტიკული ბაზრის დესტაბილიზაციასა და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების მიტანაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

მსგავსი სიახლეები