ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეჩერების პირობას ასახელებს

11.10.26 14:19
ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეჩერების პირობას ასახელებს

უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს ცალმხრივად არ შეწყვეტს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი დარტყმების შეჩერებისთვის მზად იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვიც შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს.

„უკრაინა მზად იქნება შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და რეალური გარანტიებით“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამ განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა, უკრაინას შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები. Axios-ის ინფორმაციით, ტრამპს უკრაინის მხრიდან თავდასხმების ცალმხრივი შეწყვეტა სურდა, თუმცა კიევი საპასუხო ნაბიჯს რუსეთისგანაც მოითხოვს. 

მსგავსი სიახლეები