27 დაღუპული და 11 დაშავებული - თურქეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და ამობრუნდა

11.10.26 16:26
27 დაღუპული და 11 დაშავებული - თურქეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და ამობრუნდა

თურქეთში, ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა დილით მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, პოლიცია და სამაშველო სამსახურები.


თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მანაისის პროვინციაში, ახისარის რაიონში, ავტომაგისტრალის შესასვლელთან მოხდა. წინასწარი ცნობებით, ავტობუსი გამოტოვებულ გასასვლელთან უკან მოძრაობდა, როდესაც მას სატვირთო შეეჯახა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მანისის გუბერნატორმაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები