ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ

11.10.26 18:58
ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მან 11 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა და მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

„ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ენერგეტიკული ზავი მოქმედებს. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ ის! მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, - წერს ტრამპი.


ცნობისთვის, სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს ენერგეტიკული ზავის წინადადება გადასცა. კიევი მზადყოფნას გამოთქვამდა, შეეწყვიტა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და გათბობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტდა.

მაშინ მოსკოვმა წინადადება უარყო. მოგვიანებით კი Kyiv Independent წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი ენერგეტიკული ზავის სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქებას ითხოვდა.