პოლონეთში დააკავეს 60 წლამდე კაცი, რომელიც პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
პოლონეთში დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც, სამართალდამცველების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე თავდასხმას გეგმავდა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარჩინ კერვინსკის განცხადებით, ეჭვმიტანილი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქვემო სილეზიის რეგიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა მას ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების ანალიზის შედეგად მიაკვლიეს.
ამჟამად პოლიცია დაკავებულის კონტაქტებსა და ინტერნეტაქტივობას იკვლევს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მოქმედებდა თუ არა მამაკაცი დამოუკიდებლად და ჰყავდა თუ არა თანამზრახველები. შესაძლო თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.