რუსებმა ლუცკში საბითუმო საწყობს დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსებმა უკრაინის ქალაქ ლუცკში საბითუმო საწყობს დაარტყეს - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 6 ადამიანი. ასევე არიან დაშავებულები.
გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა.