ესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

29.11.26 10:35
ესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სპანეთში დღეს ვადამდელი საყოველთაო არჩევნები იმართება. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი კონსერვატიულ სახალხო პარტიას აქვს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის მას, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსთან“ შეთანხმება დასჭირდება.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში დანიშნა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საბინაო კრიზისის დაძლევისკენ მიმართული სამთავრობო ინიციატივები ჩავარდა.

ქვეყანაში საბინაო კრიზისის გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში დაიწყო. პროტესტის მიზეზი მადრიდში 87 წლის ქალის გამოსახლება გახდა, რომელმაც ქირის 230%-იანი ზრდის დაფარვა ვერ შეძლო.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 38,6 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს. ამომრჩევლები დეპუტატთა კონგრესის 350 და სენატის 209 წევრს აირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

წინასაარჩევნო პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, ესპანეთში ულტრამემარჯვენე პარტია შესაძლოა ხელისუფლებაში ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის დასრულების შემდეგ პირველად მოვიდეს.

მსგავსი სიახლეები