უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სპეციალური დანაყოფის, „რუბიკონის“ ბაზებს დაარტყეს
უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფის, „რუბიკონის“ ბაზებზე იერიში მიიტანეს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დრონების 30-ზე მეტი ოპერატორი დაიღუპა, 70-ზე მეტი პირი კი დაიჭრა.
„რუბიკონი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებული დანაყოფია, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე სპეციალიზდება.