სლავიანსკში ხუთსართულიან სახლზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

28.11.26 17:44
სლავიანსკში ხუთსართულიან სახლზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში, 22 ნოემბერს ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე რუსეთის მიერ მიტანილი დარტყმის ადგილზე, საავარიო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

შაბათს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს, რითაც თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ექვს დღეს გაგრძელდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები მძიმე უსაფრთხოების პირობებში მიმდინარეობდა:

„სამუშაოებს ართულებდა განმეორებითი დაბომბვების მუდმივი საფრთხე და მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მაღალი აქტივობა, რის გამოც საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს არაერთხელ მოუწიათ კონსტრუქციების დაშლის შეჩერება და თავშესაფარში გადასვლა“.

მსგავსი სიახლეები