რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - უკრაინული მედია

28.11.26 11:07
რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - უკრაინული მედია

რუსეთის როსტოვის ოლქში, ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც ადგილზე ხანძარი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივების ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმაც ისმოდა.

გავრცელებული ცნობებით, დრონებით იერიში მიიტანეს სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ობიექტზეც — კერძოდ, საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურზე, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და ექსპორტისთვის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს.

თავდასხმის საფრთხის ფონზე, შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეზღუდეს.

მსგავსი სიახლეები