თურქეთის პარლამენტის სპიკერი: საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია

27.11.26 10:54
თურქეთის პარლამენტის სპიკერი: საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია

თურქეთის პარლამენტის სპიკერი, ნუმან ქურთულმუში ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის მატჩის დროს თურქი გულშემატკივრების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს „ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას“ უწოდებს.

ანკარაში აცხადებენ, რომ ქომაგების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და მოწოდებით — „თავისუფლება პალესტინას!“ — გამოვიდნენ, კატეგორიულად მიუღებელია.

ნუმან ქურთულმუში შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს ინციდენტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მოძმე პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერა სინდისისა და მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ღირსეული პოზიციის მიმართ ძალადობით პასუხი სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან შეუთავსებელია და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს”, - წერს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი.

მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებს.

“მოველით, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღებენ აუცილებელ ზომებს. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს”, - აცხადებს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი.