რუსულმა ძალებმა კროპივნიცკს შეუტიეს - დაიღუპა 3 ადამიანი

15.10.26 10:28
რუსულმა ძალებმა კროპივნიცკს შეუტიეს - დაიღუპა 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას კიროვოგრადის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი რაიკოვიჩი ავრცელებს. 

“კიროვოგრადის ოლქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ მტრის მასობრივი თავდასხმის ქვეშაა. ლოგისტიკა, ტრანსპორტი და სამრეწველო საწარმოები”, - განაცხადა ანდრეი რაიკოვიჩმა.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.