რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყარაბაღში „აზერბაიჯანის გამარჯვების დღის“ ღონისძიებებს ესწრება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ყარაბაღს ეწვია. თურქეთის ლიდერის თვითმფრინავი ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც მას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმაღლეს დონეზე უმასპინძლა.
ერდოღანი ყარაბაღში აზერბაიჯანის „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ანალიტიკოსების შეფასებით, ანკარასა და ბაქოს შორის არსებული გარკვეული კულუარული დაძაბულობის ფონზე, ეს ვიზიტი და ხაზგასმულად თბილი დახვედრა სტრატეგიული პარტნიორობისა და ურყევი კავშირის დემონსტრირებას ემსახურება რეგიონული მოთამაშეების წინაშე.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერი ერთად გაემგზავრა ქალაქ შუშაში, სადაც შეხვედრები და საზეიმო ღონისძიებები გაგრძელდება.