ინდოეთში ტაძარში ჭყლეტას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, დევის ტაძარში ჭყლეტას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. bbc-ის ცნიბით, დაშავდა 14 ადამიანი.
უცნობია, რამ გამოიწვია ჭყლეტა, თუმცა თვითმხილველების თქმით, ხალხის მასას პოლიცია ვერ აკონტროლებდა და არ გატარებულა შესაბსმისი ზომები.
უკიდურესად დამწუხრებული ვარ მატა ვაიშნო დევი ბჰავანში ჭყლეტის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. დაშავებულებს სწრაფ გაჯანმრთელებას ვუსურვებ" - წერს ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ დევის ტაძარი ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში, ქალაქ კატრასთან ახლოს მდებარეობს. დევის ტაძარი ინდოეთში პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილია.