ორი "პოტენციურად საშიში" ასტეროიდი დედამიწისკენ მოფრინავს

01.01.22 19:09
ორი "პოტენციურად საშიში" ასტეროიდი დედამიწისკენ მოფრინავს

The Sun-ის ინფორმაციით, დედამიწისკენ ორი  "პოტენციურად საშიში" ასტეროიდი მოფრინავს.  ერთ-ერთი მათგანი,  2013 YD48 ბიგ ბენის ზომისაა და დედამიწასთან 11 იანვარს გაივლის, ხოლო მეორე ასტეროიდი 7482 (1994 PC1), დედამიწასთან 18 იანვარს გაივლის.  ის სიდიდით ორჯერ აღემატება ემპაიერ სთეით ბილდინგს (Empire State Building). დედამიწასთან ჩავლის დროს ეს ასტეროიდი ჩვენი პლანეტიდან 0.013 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იქნება, რაც NASA-ს მკვლევარების გამოთვლებით "ყველზე ახლო მანძილად" ითვლევა.  

The Sun-ის ინფორმაციით,  იანვრის განმავლობაში დედამიწას კიდევ 3 სხვადასხვა ასტეროიდი ჩაუვლის, თუმცა ისინი ბევრად პატარა ზომის არიან. 

მსგავსი სიახლეები