ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურის ავრცელებს. ბაიდენმა საუბრისას მკაფიოდ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მოქმედებებით უპასუხებს.
“ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო).
ბაიდენმ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"“- აღნიშნულია განცხადებაში.
ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, მინსკის შეთანხმების მნიშვნელობას დონბასში სიტუაციის დეესკალაციისთვის.
ცნობისთვის, 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.