საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

04.01.22 12:03
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

საფრანგეთში  კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. 

გავრცელებული ცნობით, მანამდე უცნობი შტამი კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სავარაუდოდ 12 ადამიანი დააინფიცირა. ინფიცირებულებისგან მიღებულმა ტესტმა „მუტაციის ატიპიური კომბინაცია“ აჩვენა. 

წინასწარი კვლევებით, ახალ შტამში 46 მუტაცია გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ ეს შტამი კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს, თუმცა ამის თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არის, რადგან კვლევა საწყის ეტაპზეა.

 

მსგავსი სიახლეები