ყაზახეთში მასშტაბური დემონსტრაციები მთავრობის გადადგომით დასრულდა

05.01.22 12:17
ყაზახეთში მასშტაბური დემონსტრაციები მთავრობის გადადგომით დასრულდა

მძიმე ღამე ყაზახეთში მთავრობის გადადგომით დამთავრდა. " ბებერო წადი!" - ეს იყო მთავარი ფრაზა, რომელსაც  ქუჩაში გამოსული ათასობით ყაზახი დემონსტრანტი სკანდირებდა. ფრაზის ადრესატი  ნურსულთან ნაზარბაევია, რომელიც გადადგომის მიუხედავად, კვლავ  ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება.  

ყაზახეთში პროტესტი სამი დღის წინ დაიწყო. ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი თხევადი  ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ ზრდას აპროტესტებდა. პროტესტმა განსაკუთრებულად მწვავე სახე  ქალაქ ალმა -ატაში მიიღო, საიდანაც  ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა, მათ წინააღმდეგ კი   ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა .

ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 200-მდე დემონსტრანტი, მათ შორის,  ნურსულთანის პოლიციაში 4 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტიც. 

გვიან ღამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ქალაქ ალმა- ატა 5-დან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.