ყაზახეთში ადმინისტრაციულ შენობებს ცეცხლი უკიდია

05.01.22 14:47
ყაზახეთში ადმინისტრაციულ შენობებს ცეცხლი უკიდია

ყაზახეთში ადმინისტრაციულ შენობებს ცეცხლი უკიდია. მოვლენების ეპიცენტრი ქალაქი ალმათი და აქტობეაა, სადაც მომიტინგეებმა ჯერ ადმინისტრაციული შენობები დაარბიეს, შემდეგ კი ცეცხლი მერიის  და პროკურატურის შენობებს წაუკიდეს.

ამ დროისათვის ქალაქ ალმათს სრულად შეირაღებული  ძალები აკონტროლებენ. ქუჩაში გამოსული ათასობით სამხედრო დემონტანტებისგან ტერიტორიას წმენდს. მოქალაქეებს და პოლიციას შორის შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. 

სამდღიანი პროტესტის შემდეგ ყაზახეთში მთავრობა გადადგა. " ბებერო წადი!" - ეს იყო მთავარი ფრაზა, რომელსაც  ქუჩაში გამოსული ათასობით ყაზახი დემონსტრანტი სკანდირებდა. ფრაზის ადრესატი  ნურსულთან ნაზარბაევია, რომელიც გადადგომის მიუხედავად, კვლავ  ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება.