არეულობა ყაზახეთში - დაღუპულია 8 სამართალდამცავი

06.01.22 10:24
არეულობა ყაზახეთში - დაღუპულია 8 სამართალდამცავი

ყაზახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების  და არეულობის შედეგად  პოლიციისა და ეროვნული გვარდიის  8 თანამშრომელი დაიღუპა.Reuters-ის ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის გამო  ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.

რეგულაცია  მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას ითვალისწინებს. 

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც  მთელი ქვეყნის მასშტაბით  საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები