იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება - მაკფოლი

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი საკუთარ Twitter-ზე ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს თავდასხმებისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტად არ იქცევა", - წერს მაკფოლი.
ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა არსებული სიტუაციის გასამკლავებლად დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.